|
2024-03-20 11:32:06, 2567 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO Georgia“ მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო
პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO Georgia“ მმართველი კომიტეტის მე-5 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ნინო თანდილაშვილმა ტყის სექტორის რეფორმირების პროცესში აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ყველა ჩართულ უწყებას და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. „მოგეხსენებათ, ტყის სექტორის მდგრადი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ტყის სექტორის რეფორმირების ეფექტიანობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა პასუხისმგებელი უწყების მაქსიმალური ჩართულობა. მრავალი გამოწვევის ფონზე, გვაქვს ხელშესახები მიღწევები. ვფიქრობ, ტყის სექტორის მდგრადი განვითარების პროცესში ძალიან დაგვეხმარება სამოქმედო გეგმის, სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს „საქმიანი ეზოები“ და მათი რიცხვი წლის ბოლომდე გაიზრდება. სოფლის განვითარების სააგენტო წარმატებით ახორციელებს ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოების დაფინანსების პროგრამას; ცალკეულ მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს ტყის მართვის გეგმების შემუშავების და დამტკიცების პროცესი; პარალელურად, ჩვენ ვაძლიერებთ მაკონტროლებელ უწყებას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტს, რომელსაც გადაეცა შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა იმისათვის, რომ უკანონო ტყითსარგებლობის და უკანონო ჭრის ფაქტების გამოსავლენად კონტროლი მეტად გამკაცრდეს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. საბჭოს შეხვედრაზე, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლიდია ქრისთმანიმ და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ბარბარა ბიონიმ საქართველოში სატყეო სექტორში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს და ყურადღება ტყის მართვის რეფორმირების პროცესში სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შემუშავებისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრას, ახალი წევრის სტატუსით, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ესწრებოდა. „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელსაც საქართველოს მთავრობა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ. პროექტი მოიცავს სამ კომპონენტს: „ტყის მდგრადი მართვა“, „ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარება“, „შემოსავლის წყაროები და ადგილობრივი თვითმმართველობა ტყის მართვაში“. პროექტი საქართველოს სამ რეგიონს - კახეთს, გურიასა და მცხეთა-მთიანეთს მოიცავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)