23:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 15:31:11, 703 ნახვა

საზოგადოება
დარჩიაშვილი - მექსიკაში გატაცებული არავინ არ არის - ნუ შეგყავთ მოქალაქეები შეცდომაში

ჩვენი დიპლომატები ნებისმიერ ქვეყანაში მზად არიან, დაიცვან და დახმარება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეებს. რაც შეეხება კონკრეტულად მექსიკაში არსებულ სიტუაციას, არავინ არ არის გატაცებული,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათთან მიმდინარეობს მუშაობა და "თუ იქნება საჭიროება, უწყება სათანადო რეაგირებას მოახდენს".

"თქვენს გარდა არავინ საუბრობს ქართველების გატაცებაზე. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში. როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გეყოთ იმის ძალა, რომ თქვათ, რომ ეს იყო გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მოგიწოდებთ, რომ სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ. ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, როცა არ გაქვთ ინფორმაცია; ნუ აყენებთ ისეთ სიტუაციაში ადამიანებს, რამაც შესაძლოა, გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს.

თუ რომელიმე ადამიანს, ეს იქნება მექსიკა, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დასჭირდება ჩვენი, თითოეული დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი.

ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა მათთან ვმუშაობთ, თუკი, მათ აქვთ საჭიროება, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას",- უთხრა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მექსიკის საზღვართან საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცეს - მოქალაქეები ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics