00:55 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 16:24:15, 627 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე სოფლის მეურნეობის დარგის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს და სპეციალისტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, ქვეყანაში ხორბლის წარმოების განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშემწყობი ღონისძიებების განხილვის მიზნით, სოფლის მეურნეობის დარგის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს და სპეციალისტებს შეხვდა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება ხორბლის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობაზე გაამახვილა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებით ქვეყნისთვის ხორბლის ხარისხის და მოსავლიანობის  მაჩვენებლის ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ხორბლის წარმოების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ეფექტიანი სამოქმედო გეგმის მომზადებას, რაც ხარისხიანი ხორბლის წარმოების ზრდას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში სათესლე მეურნეობების განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრას სოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics