|
2024-03-15 10:57:10, 814 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პროექტ „გასტროლების“ მეორე სეზონი დაიწყო
„საქართველოს ბანკის“ პროექტი, „გასტროლები“, რომლის მიზანი საქართველოში არსებული გამორჩეული კონცეფციის მქონე გასტრონომიული ობიექტების წარმოჩენა და ბიზნესის წახალისებაა, მეორე სეზონით დაბრუნდა. პროექტი საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია და მისი მეშვეობით უკვე არაერთმა კვების ობიექტმა პოპულარობა მოიპოვა და ახალი მომხმარებლები შეიძინა. „გასტროლები“ YouTube-ის ვიდეო-სერიების ფორმატს ითვალისწინებს, სადაც შეფი, დიმიტრი რჩეულიშვილი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალ თუ კარგად ცნობილ კვების ობიექტებს სტუმრობს და მათი შექმნის ისტორიას, ტრადიციებსა თუ სამზარეულოს მაყურებელს აცნობს. ამასთან, გასტრო-ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტში ჩართულ კაფე-რესტორნებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის სპეციალური პირობებიც მოქმედებს. „გასტროლების“ მორიგ ეპიზოდში, დიმიტრი რჩეულიშვილი და სპორტული კომენტატორი, გიორგი კალატოზი, თბილისში მდებარე ობიექტებს - „Pub 44-სა“ და „დროშები ჩქარას“ ესტუმრნენ. „Pub 44“ სპორტულ თემატიკაზე შექმნილი ირლანდიური სტილის პაბია, ხოლო „დროშები ჩქარა“ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ბარია, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული. ამ ობიექტებს აერთიანებს ის, რომ ორივე მათგანში შესაძლებელია საზეიმო განწყობითა და გემრიელი კერძების თანხლებით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოახლოებული მატჩები ნახოთ და გუნდს უგულშემატკივროთ. აღსანიშნავია, რომ 21 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დინამო არენაზე ევრო 2024-ის მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს და პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს. საქართველოს ბანკი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორი და ქართული ფეხბურთის მხარდამჭერია. საგულისხმოა, რომ პროექტ „გასტროლების“ პირველი სეზონი 16 ეპიზოდს მოიცავდა. ამ ეპზიოდებში მაყურებლებს შესაძლებლობა ჰქონდა, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კაფე-რესტორანი გაეცნო. ვიდეოებმა სოციალურ ქსელში 1 600 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. გარდა YouTube სერიებისა, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ქუჩის გამოკითხვებიც, სადაც არაერთი საინტერესო ობიექტი თუ საფირმო კერძი დასახელდა და მორიგი ეპიზოდებისთვის შთაგონების წყაროდაც იქცა. გასტროლების ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია YouTube-ზე. მის სანახავად ეწვიეთ ეწვიეთ ამ ბმულს და შეიტყვეთ იმ ადგილების შესახებ, საიდანაც შეგიძლიათ უგულშემატკივროთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, თუ სტადიონზე სტუმრობას ვერ ახერხებთ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)