|
2024-03-14 12:27:50, 864 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. სამოქალაქო კომიტეტის საქმიანობის მიზანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გაუმჯობესების ხელშეწყობაა. შეხვედრაზე ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების სტიმულირებაზე, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კლიმატგონივრული წარმოების პრაქტიკაში დანერგვაზე იმსჯელეს. „დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ საჭიროებებზე არის მორგებული და ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან არის მხარდაჭერილი. გამოწვევების იდენტიფიკაციისა და პრობლემების გადაჭრისთვის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. აქტუალურ საკითხებზე დისკუსიით, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ორი ახალი პროგრამა: „LEADER/CLLD მიდგომის განხორციელება საქართველოში: თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამა“ და „მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარების პროგრამა“, ასევე, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი და მიმდინარე პროგრამები. „საქართველოს და ევროკავშირს შორის სოფლის განვითარების და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განვითარების პროცესში, რომელიც 10 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა. სწორედ ამიტომ, წლების წინ, სამოქალაქო კომიტეტი შეიქმნა, რომელიც სხვადასხვა მიმართულების სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს“, - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ქეთევან ხუციშვილმა. სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, სამოქალაქო კომიტეტის, ასევე, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)