|
2024-03-13 11:56:39, 1058 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა შენდება
საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩის #24-ში, საცხოვრებელი კომპლექსის - „გრინჰილ რეზიდენსის" ბოლო ფაზა "თიბისის" მხარდაჭერით შენდება. "გრინჰილ რეზიდენსი" 33 500 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად, კომერციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, საბავშვო და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი 3 დასრულებული ეტაპი 10 ბლოკს მოიცავს. ბოლო ფაზა, რომელიც 2 საცხოვრებელ ბლოკს გულისხმობს, 80 მეტრითაა დაშორებული დასრულებული ბლოკებისგან.
კომპლექსის სრულყოფილი ინფრასტრუქტურა აერთიანებს 5000 კვ.მ გამწვანებულ, შიდა, დაცულ ეზოს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, სკვერს, 25 მეტრიან საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს, სპას, პარკირების 400-მდე უფასო ადგილს. ასევე, კომპლექსის უპირატესობებია: ხედი მდინარე ვერესა და წყნეთზე; ვერეს ხეობის დახმარებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემო; მეტროსადგური 500 მეტრში; 100 მეტრში კი - ჰიპერმარკეტი.
კომპლექსში ბინები 53 კვ.მ-დან, მაცხოვრებლების სურვილის შესაბამისად - თეთრი კარკასით ან რემონტით ბარდება. "გრინჰილ რეზიდენსის" ბოლო ფაზის მშენებლობა, 2025 წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)