03:50 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-07 14:36:02, 702 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის საგარეო მოქალაქეებს - რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში არ იმოგზაურონ. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთში გერმანიის მოქალაქეებისა და გერმანია-რუსეთის ორმაგი მოქალაქეებისთვის "თვითნებური დაკავების რისკი" არსებობს.

"რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. ვაფრთხილებთ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში (ბელგოროდი, კურსკი, ბრაიანსკი, ვორონეჟი, როსტოვი, კრასნოდარის ოლქი) მოგზაურობის შესახებ...

არასანქცირებულ მიტინგებსა და დემონსტრაციებთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება ადგილი ჰქონდეს მასიურ, ზოგჯერ ძალადობრივ ქმედებებს უსაფრთხოების ძალების მიერ",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics