|
2024-03-04 09:12:48, 1394 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ევროპაში ვერცერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას - მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ
ევროპაში ვერცერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, ასეთ ბოროტებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ვიყოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, ყველა ლიდერის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან აუცილებელია რუსეთის ქმედებებზე პასუხის გაცემა. "ოდესაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა, ნანგრევებიდან ბავშვების ცხედრები ამოიყვანეს. ამ დროისთვის ცნობილია 12 გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის 5 ბავშვია. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. ევროპაში ვერცერთი სახელმწიფო ვერ გაუძლებს მარტო ასეთ ზეწოლას, ასეთ ბოროტებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ვიყოთ ახლა - ყველა, ვინც აფასებს სიცოცხლეს. აუცილებელია რუსეთის ქმედებებზე პასუხის გაცემა ყველა ლიდერის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. პუტინს არ სურს მშვიდობა, მას მხოლოდ ომი და სიკვდილი უნდა. მას არ აინტერესებს, ვის მოკლავს, მთავარი მიზანი განადგურებაა. პირველ რიგში, უკრაინისა და უკრაინელების, შემდეგ კი თქვენი, ძვირფასო პარტნიორებო, ამიტომ ეს გადარჩენის საკითხია და არამხოლოდ უკრაინის, მსოფლიომ უპასუხოს რუსულ ბოროტებას და ზეწოლას",- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)