13:09 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 10:11:08, 596 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ქართლში, 4 075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის  სარწყავი სისტემის  მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების  11 სოფელი (ცურტავი, ფარიზი, ყიზილაჯლო, თამარისი, წერეთელი, საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, ალგეთის მევენახეობა, ქეშალო), ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩატარებული სამუშაოები რეგიონში 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს, რაც ხარისხიან მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

"საირიგაციო ქსელზე მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება  4,4 მლნ ლარია.

სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ, დღეის მდგომარეობით, ქვემო ქართლის რეგიონში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, 1,885 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  რეგულარულად   მოირწყვება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics