|
2024-02-18 12:25:03, 2395 ნახვა
სპორტი
მერაბ დვალიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველი გულშემატკივრები მომავალშიც გავახარო
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. დაპირისპირების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილმა განცხადა, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია და ახლა ის საჩემპიონო ქამრის მოპოვებას აპირებს. „ძალიან ბევრი ვიმუშავე და დღეს თავს კომფორტულად ვგრძნობდი. კარგი ბრძოლა გამოვიდა. შეხვედრის წინ კონკრეტული გეგმა არ მქონია. დარბაზში თითოეული ილეთის განვითარებას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი, საკუთარ თავზე ვიყავი კონცენტრირებული. ყოველ რაუნდში უკეთესი ვხდებოდი, ხუთრაუნდიანი ბრძოლა ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. როგორც ჩანს, გასახდელში კარგად ვერ გავხურდი და ამიტომ იყო პირველი რაუნდი შედარებით რთული. ახლა ერთადერთი მიზანი მაქვს, ვიბრძოლო საჩემპიონო ქამრისთვის და მოვიგო ის. ამ მომენტში უკეთესი მებრძოლი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. კარიერაში ყველაფერი წინ მაქვს, რადგან ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ და ჩემს ყოველდღიურობაში წარმატებისთვის ბევრი რამ შევცვალე. ისტორიული მომენტია საქართველოსთვის. მთელმა ქვეყანამ ადრე გაიღვიძა ჩვენი ბრძოლების სანახავად, დარბაზშიც უამრავი ქართველი იყო. ისინი ამაყები არიან, ჩვენ UFC-ის პირველი ჩემპიონი გვყავს. ქართველი გულშემატკივრები მუდამ ჩემ გვერდით იყვნენ, მადლობა მათ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი მომავალშიც გავახარო“, – განაცხადა დვალიშვილმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)