16:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 15:48:34, 860 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკიმ ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნისა და დაზვერვის სამსახურის უფროსს, კირილ ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. შესაბამისი განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, აღნიშნული წოდება ზალუჟნის უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და უკრაინელი ხალხის სამსახურში გამოჩენილი პირადი მიღწევებისთვის მიენიჭა.

რაც შეეხება კირილ ბუდანოვს, მას გმირის წოდება უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი მამაცობისთვის, გმირობისთვის და უკრაინელი ხალხის მიმართ თავგანწირული სამსახურისთვის ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ გმირის წოდებასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის "ოქროს ვარსკვლავის" ორდენიც მიანიჭა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics