23:25 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 10:46:15, 549 ნახვა

საზოგადოება
გომელაური- შსს-სთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის „კანონიერი ქურდების“, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, ასევე, ხორციელდება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ არსებული პრევენციული მექანიზმების გაუმჯობესება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, 2023 წელს, შემუშავდა და დამტკიცდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშში დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა ზემოაღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას.

2024 წელს, იგეგმება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ამავე სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის „კანონიერი ქურდების“, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ასევე, ვახორციელებთ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ არსებული პრევენციული მექანიზმების გაუმჯობესებას", - განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics