00:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 10:25:15, 553 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - მიმდინარე წელს, დამატებით 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა იგეგმება

​მიმდინარე წელს, დამატებით 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა იგეგმება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, გასულ წლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზარდა დანაყოფის შესაძლებლობები. ასევე, ხელფასები გაუორმაგდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებს.

„აღნიშნული მიმართულებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით. კერძოდ, ბოლო წლებში შეძენილი იქნა 45 ერთეული სახანძრო მანქანა, 4 ერთეული წყალზე სამაშველო კატარღა და 64 ერთეული სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა. ამასთან, გასულ წლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზარდა დანაყოფის შესაძლებლობები. ხელფასები გაუორმაგდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებს. მოხდა მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა", - განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics