20:48 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 10:17:32, 1425 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონი გავანადგურეთ

უკრაინამ, 29 იანვრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა.

"2024 წლის 29 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (პრიმორსკო-ახტარსკიდან) Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, ვორონეჟის ოლქიდან "ისკანდერის" ტიპის ერთი, ხოლო დონბასიდან C-300-ის ტიპის სამი რაკეტა გაისროლეს.

საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული. 

დრონები ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics