|
2024-01-28 11:58:25, 1071 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - არ არსებობს ფაქტები, რომლებიც Ил-76-ის ჩამოვარდნის გარემოებებს ნათელს მოჰფენს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, "არ არსებობს ფაქტები, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში რუსული Ил-76-ის ჩამოვარდნის გარემოებებს ნათელს მოჰფენს". პოდოლიაკის თქმით, კრემლი აღნიშნულ შემთხვევას "აქტიურად იყენებს" და ამავდროულად, საერთაშორისო ჯგუფების ობიექტურ გამოძიებას აფერხებს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ფიქრობს, რომ რუსეთი ამას ორი მიზეზით აკეთებს. "პირველი არის უკრაინაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შენელება. ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ დიდი რაოდენობით რუსული სტრატეგიული და ტაქტიკური თვითმფრინავების განადგურება. ანუ, რუსეთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები ან გამოიყენოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა ფრონტის ხაზზე",- ამბობს პოდოლიაკი. მისივე თქმით, მეორე მიზეზი არის მოსკოვის მცდელობა, "მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე მსოფლიოს ყურადღება შეამციროს". "მათ სურთ იმ ამბით თამაში, რომ "ეს ომია, ჩვენ ვარღვევთ ზოგიერთ კონვენციას, მაგრამ ასეა უკრაინაც",- აცხადებს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რუსეთში, ბელგოროდში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 24 იანვარს ჩამოვარდა. რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა. 25 იანვარს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბელგოროდში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)