|
2024-01-19 13:27:19, 1156 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი
აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, პირველი გამოფენა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი წარადგინა, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა MATKA 2024-ია. "გამოფენაში უწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება აქვთ, აჭარის და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ ადგილებს, პროდუქტებს, სერვისებსა და მიმართულებებს გაეცნონ. გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ფინეთი, სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან ერთად, აჭარისთვის ახალ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის საჭირო ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. მათ შორის, მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ბალტიისპირეთსა და მეზობელ ქვეყნებში",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)