|
2023-12-31 18:09:58, 1488 ნახვა
რეგიონი
ამირანაშვილი - 2024 წელი ყოფილიყოს ეროვნული ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების წელი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს ულოცავს. "ექსპრესნიუსი" ამირანაშვილის მილოცვას უცვლელად გთავაზობთ: "ჩემს სამცხე-ჯავახეთსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. დღეს ჩვენ ერთად ვაცილებთ 2023 წელს, რომელიც მარტივი არ ყოფილა, ბევრი სირთულითა და რისკით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ იყო მრავალი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით აუცილებლად გახდება ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ქართველი ხალხის საერთო ეროვნული მიზანი მიღწეული იქნება! მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად, მუხლჩაუხრელად, უანგაროდ, საკუთარი პროფესიონალიზმითა და გულწრფელი სიყვარულით ემსახურა ქვეყანასა და მის ინტერესებს, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ვულოცავ ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და მეხანძრე-მაშველებს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. გულწრფელი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, საჯარო მოხელეებს – თქვენი ერთგულებითა და თქვენი შრომის შედეგით ამაყობს ჩვენი ქვეყანა. უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განათლებისა და თვითრეალიზაციის მეტი შესაძლებლობები შევუქმნათ ჩვენს ახალგაზრდებს. მჯერა, რომ თქვენთან ერთად ახალგაზრდული ენერგიით, ფუნდამენტური განათლებით, ახალ ბიძგს და იმპულსს მივცემთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას. წელი ახალი ენერგიით, შემართებით უნდა დავიწყოთ. თავად უნდა შევქმნათ ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ვიამაყებთ ერთად გაკეთებული საქმეებით და შედეგებით. განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი მინდა მივულოცო ახალი წელი ყველა ბავშვს. მათთვის დღევანდელი დღე ზღაპრულ სამყაროს და ოცნებების ახდენას უკავშირდება. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობას ცხოვრების ღირსეული პირობები შევუქმნათ. ვულოცავ ჩვენი დიდი ეთნიკური, კულტურული თუ რელიგიური მრავალფეროვნების თითოეულ წარმომადგენელს, ვისაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. ახალ 2024 წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. მჯერა, ჩვენ ისევ ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მშვიდობის, წინსვლის, სიკეთის მომტანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსთვის", - აღნიშნულია ბესიკ ამირანაშვილის მილოცვაში.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)