|
2023-12-21 14:11:59, 1266 ნახვა
ეკონომიკა
შეამოწმე ანტიფრიზი და „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ – „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტ სერია გრძელდება
ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრის ამინდის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს. „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტ სერია „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ სწორედ ამ საკითხს ეხმიანება და ტრადიციულად მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კრეატიულ ბანერებზე ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონური პროდუქტებია გამოსახული და მძღოლებს უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობებს შეახსენებს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, რომელიც ზამთრის დღეებში ავტომობილის შეუფერხებლად გადაადგილებას უზრუნველყოფს, ანტიფრიზია.
ანტიფრიზი ცივ ამინდებში ავტომობილის გამართულობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ეს არის სითხე, რომელიც გაზავების შემდეგ -680-დან -110-მდე ტემპერატურას უძლებს, ამასთანავე მაღალი კონცენტრაციის ანტიფრიზს ყინვამედეგობასთან ერთად, უუმჯობესდება სითბომეგობაც 1600-1800-მდე, რაც იცავს ძრავს გადახურებისა და კოროზიისგან. ხშირად ზამთრის დადგომამდე გაგრილების სისტემაში არსებული ანტიფრიზის ყინვამედეგობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ მას საექსპლუატაციო ვადა ან რესურსი ამოეწუროს, შესაბამისად სითხემ დაკარგოს ქიმიური თვისებები. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, ზამთრის ბოლოს კიდევ ერთხელ შემოწმდეს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს ანტიფრიზი. თუ მომავალი დღეების მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს გადახედავთ, ნახავთ, რომ ღამით, ტემპერატურა 0-გრადუსიან ნიშნულს სცდება. ასეთი ტემპერატურის პირობებში ძრავის გაგრილების სისტემაში არსებული სითხე რომ არ გაიყინოს და ძრავი ან რადიატორი არ დაგვიზიანდეს, ერთადერთი გამოსავალია ანტიფრიზის ხარისხის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა. ანტიფრიზის გამოცვლის სიხშირე ყველა მძღოლისთვის სხვადასხვაა. ამიტომ, სეზონების ცვლილებასთან ერთად, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ანტიფრიზის სამუშაო რესურსი, მისი დონე და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაანაცვლოთ ახლით, რათა დაცული იყოთ ნებისმიერი ამინდისა და ტემპერატურის პირობებში. მძღოლების უმეტესობა ანტიფრიზის მის ფერს შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანტიფრიზი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ფერის. მწარმოებლები გარკვეული დანამატების მეშვეობით აძლევენ ფერს იმისთვის, რომ მძღოლმა შეძლოს მისი გარჩევა სხვა სითხეებისგან. სპეციფიკური შეფერილობის დამსახურებით, გაჟონვის შემთხვევაში, მარტივად შეიძლება მისი იდენტიფიცირება. ანტიფრიზის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ ავტომწარმოებლის რეკომენდაციით. ანტიფრიზის ფერით შერჩევამ შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ და გაგრილების სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. ზამთრის ცივ დღეებში ავტომობილის გასამართად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)