|
2023-12-19 19:07:56, 937 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ბიზნესის სექტორს აქვს ნდობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და შესაბამისად, აქტივობაც ძალიან მაღალია
ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის სექტორს აქვს ნდობა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და შესაბამისად, აქტივობაც ძალიან მაღალია. შარშანდელთან შედარებით, ბიზნესსსექტორის გამოშვება 12%-ით არის გაზრდილი და ჩვენი მოლოდინია, რომ ეს დინამიკა მომავალ წელსაც შენარჩუნდება. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც პირდაპირ დასაქმებაში, შემოსავლებში აისახება და ამაზე დეტალურად იყო ინფორმაცია წარმოდგენილი პრემიერის ანგარიშში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2023 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, პრემიერის ანგარიშის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი კონკრეტული რეიტინგი, რომელიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო კომპეტენტური შემფასებლების მიერ შეფასებულია საქართველოს პროგრესი - საუბარია როგორც დემოკრატიის მმართველობის კუთხით ინდექსებში პროგრესზე, ასევე საქართველოს პროგრესზე ეკონომიკური კუთხით. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზოგადად, საქართველო სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით უსწრებს არამხოლოდ აღმოსავლეთის, არამედ, მრავალი რეიტინგის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებსაც. „ბოლო ინფორმაცია, რაც დეკემბერში გახდა ცნობილი, OECD-ის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსია, სადაც საქართველო კვლავაც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ჩვენი ქვეყანა წინა შეფასებებითაც ლიდერი იყო, მაგრამ კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას და 12 მნიშვნელოვანი ინდიკატორიდან 11-ში პირველ ადგილზეა" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სტაბილური გარემოს პროგნოზირებადობა უმნიშვნელოვანესი მესიჯებია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტორებისთვის, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტრუქტურული მესიჯები, როგორიც არის კაპიტალის ბაზრის განვითარება, ადმინისტრირების გაუმჯობესება, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)