15:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 14:01:34, 733 ნახვა

მსოფლიო
Financial Times - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, შესაძლოა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, შესაძლოა, უნგრეთს ჩამოართვან ხმის უფლება, რათა დაამტკიცონ შეთანხმება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

Financial Times-ის ცნობით, ამ ნაბიჯის გადასადგმელად ზოგიერთი ოფიციალური პირი განიხილავს 2007 წლის ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულებების გამოყენებას, რამაც შეიძლება შეაჩეროს ხმის (ვეტოს) უფლება.

როგორც გამოცემა წერს, უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, შესაძლოა, დაბლოკოს ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ.

"უნგრეთმა, შესაძლოა, მეტი პრობლემა შექმნას - შესაძლოა, მან გვაიძულოს, გამოვიყენოთ რამდენიმე განსხვავებული ინსტრუმენტი, მაგრამ საბოლოოდ, ის ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში", - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics