11:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 13:12:43, 568 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი ვირჯინიის პენიტენციური დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ვირჯინიის პენიტენციური დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვირჯინიის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელმა, ჩადვიკ დოთსონმა ციხის  მოწყობის სტანდარტებსა და მასში არსებულ სერვისებზე ისაუბრა.

"რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვა წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრმა საქართველოს ციხეებში პატიმრების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ადამიანის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი ამოცანაა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას პენიტენციური სისტემის გაძლიერების მიმართულებით.  

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დელეგაციის წევრებთან ერთად ქოფივუდის  პენიტენციურ დაწესებულებაშიც იმყოფებოდა, სადაც ციხის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პატიმრებისთვის არსებულ სერვისებს გაეცნო",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics