17:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 10:08:46, 580 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ გამოფენას „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“ მასპინძლობს

​„საქართველოს ფოსტა“ მასპინძლობს გამოფენას „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული, საფოსტო საქმიანობის ამსახველი, ისტორიული წერილები და უნიკალური ფოტო-ვიდეო მასალა. აგრეთვე, ღონისძიებაზე გამოფენილია ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო მარკები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, გამოფენა „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“ გრძელდება 5 დეკემბრიდან, 10 დეკემბრის ჩათვლით და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს საქართველოში საფოსტო საქმიანობის ისტორიას. სიმბოლურია, რომ გამოფენა იმართება ფოსტის ისტორიული განყოფილების ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად განთავსებულია სასტუმრო Radisson Red Tbilisi.

„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით“, - ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics