04:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 13:23:46, 624 ნახვა

მსოფლიო
იაპონიასთან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა, იაპონიასთან ახლოს, ოკეანეში ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC-ის იაპონიის სანაპირო დაცვამ განუცხადა, ადგილობრივმა მეთევზეებმა ერთი ადამიანი იპოვეს, თუმცა მისი მდგომარეობა უცნობია.

ავიაკატასტროფა კაგოშიმას პრეფექტურის კუნძულ იაკუშიმასთან ახლოს მოხდა. სამხედრო თვითმფრინავი იოკოტას საჰაერო ბაზას ეკუთვნოდა და ქალაქ ოკინავას მიმართულებით მიფრინავდა.

Reuters-ი ციტირებს იაპონიის ოფიციალურ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თვითმფრინავი რადარებიდან ადგილობრივი დროით 14:40 საათზე გაუჩინარდა, შვიდი წუთის შემდეგ კი, სანაპირო დაცვამ მიიღო შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე ნავები და ვერტმფრენები გაიგზავნა და მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics