|
2023-11-28 12:03:33, 1442 ნახვა
რეგიონი
ბათუმში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი ჩატარდება
3-5 დეკემბერს, ბათუმი პირველ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, სამი დღის განმავლობაში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ფრანგი, ბელგიელი, ლატვიელი შეფები, რესტორატორები თურქ და ქართველ სპიკერებთან ერთად გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ, ადგილობრივი შეფებისთვის კი კერძების მომზადების მასტერკლასებს ჩაატარებენ. "აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პირველ გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით ატარებს. ფორუმის პირველ დღე ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმობა, როგორიცაა განათლების როლი გასტრონომიის განვითარებაში, კულინარიული ექსპერიმენტები შეფებისგან და ავთენტური კერძების პოპულარიზება, გასტრონომიის როლი და განვითარება კურორტებსა და რეზორტებში, გასტრონომიული კონფერენციების, კულინარიული შეჯიბრების შედეგები და მნიშვნელობა, ბასკეთის მაგალითი „როგორ შეიძლება იქცეს რეგიონი გასტრონომიის მექად“, უძველესი ქართული გასტრონომიული კულტურა და სხვა. ფორუმის მეორე და მესამე დღეს კი დაგეგმილია კულინარიულ მასტერკლასები, სადაც უცხოელი შეფები ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის თევზის, ხორცისა და სოუსების მომზადების მასტერკლასებს ჩაატარებენ. ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადება. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge -ზე შეეძლებათ. ევროპელ შეფებთან ერთად ფორუმზე სპიკერებადაა მოწვეული PALOMA finesse hotels პალომას სასტუმროების აღმასრულებელი შეფი თურქეთიდან, FERRANDI – Paris სკოლის (გასტრონომია და ტურიზმი) საერთაშორისო ურთიერობების მენეჯერი საფრანგეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა. ფორუმზე დასწრება შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია. დასწრება უფასოა და მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/1/ უნდა გაიარონ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)