07:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 10:11:06, 935 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი - მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება

მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება, - ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა.

მისი თქმით, მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები წინ მიიწევს.

"ჩვენი მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები მიიწევს წინ და მუდმივად გრძელდება. მათი გათავისუფლების დაწყება მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით მოხდება, თუმცა ის პარასკევამდე არ ამოქმედდება", - განაცხადა ცაჰი ჰანეგბიმ.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც.

შეთანხმებას მხარი ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაუჭირა.

ამასთან, გუშინ, 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში დღეს, 23 ნოემბერს შევიდოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics