09:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 16:55:16, 731 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენის თქმით, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია.

"ევროკავშირი ფინანსურად უჭერს მხარს უკრაინაში ეკონომიკურ სტაბილურობას და საჯარო სერვისების მიწოდებას ომის დაწყების დღიდან. დღეს ჩვენ გადავცემთ ახალ, 1,5 მილიარდ ევროს", - განაცხადა ლეიენმა.

ცნობისთვის, მაკროფინანსური დახმარება არის სესხი, რომელიც უკრაინას ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით ეძლევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics