09:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 22:56:32, 1129 ნახვა

მსოფლიო
ალიევი - საერთაშორისო ზეწოლა აზერბაიჯანის ხალხისა და მთავრობის ნებაზე გავლენას ვერ იქონიებს

საერთაშორისო ზეწოლა გავლენას ვერ იქონიებს აზერბაიჯანის ხალხისა და აზერბაიჯანის მთავრობის ნებაზე, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევის თქმით, სომხეთმა მომავალი საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს და არა "რეგიონიდან შორს მდებარე ქვეყნების ამბიციებზე დაყრდნობით".

"საერთაშორისო ზეწოლა გავლენას ვერ იქონიებს აზერბაიჯანის ხალხისა და აზერბაიჯანის მთავრობის ნებაზე. ახლა სომხეთი იყენებს თავის დიასპორას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის. მაგრამ მათი ქმედებები იქნება არაეფექტური. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მაგრამ სამართლიანი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებაზე. მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია საღ აზრსა და ისტორიულ სამართლიანობაზე", - განაცხადა ალიევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics