|
2023-11-18 12:28:44, 740 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძე დაიღუპა. ქვედანაყოფ "თბილისის" მეთაურის, გოჩა ხორავას განცხადებით, გელენიძე თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, როდესაც დაბომბვაში მოყვა. "იყო დაგეგმილი ოპერაცია, ლევან ლობჟანიძე [უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი] უნდა გამოეყვანათ და, აი, ამ სიტუაციაში, გზაში, დაბომბვაში მოყვნენ ბიჭები და დაბომბვაში დაიღუპა. ვერ მიაღწიეს ბიჭებმა, ლობჟანიძე რომ გამოეყვანათ. ორი აზერბაიჯანელი გვყავს დაჭრილი, ჩვენი ძმები, როლებიც ნიკოლოზთან ერთად იყვნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჰოსპიტალში არიან...ვუსამძიმრებ ნიკოლოზის ოჯახს. დედას, ძმას და მთელ საქართველოს. ძალიან დაგვწყვიტა გული, ვაჟკაცი ადამიანი დავკარგეთ", - განაცხადა ხორავამ "მთავარ არხთან" საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)