09:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 14:46:23, 625 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - იუსტიციის სახლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ თვითმომსახურების აპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს

იუსტიციის სახლში სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება იუსტიციის სახლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ თვითმომსახურების აპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

„სერვისების გამარტივების მიზნით, ჩვენ უკვე ვიწყებთ ახალ მომსახურებას. სულ მალე იუსტიციის სახლში ნებისმიერ თქვენგანს შესაძლებლობა ექნება, იხილოს თვითმომსახურების აპარატები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის სახლი ბოლო 1 წლის განმავლობაში 5 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა, ხოლო მოლოდინის დრო 18 წუთიდან 2 წუთამდე შემცირდა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლი მოემსახურა 5 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ჩვენ მნიშვნელოვანი მუშაობა გავწიეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო მომსახურების დრო და უფრო კომფორტული გამხდარიყო მომხმარებლებისთვის ჩვენთან მობრძანება. ლოდინის საშუალო დრო 18 წუთიდან შემცირდა 2 წუთამდე, რაც არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი. ამაზე მეტყველებს მომხმარებელთა გამოკითხვა, რომელთა 95 პროცენტი დადებითად აფასებს იუსტიციის სახლში მიღებულ მომსახურებას და ასევე, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი მოემსახურა ჩვენს მილიონზე მეტ მოქალაქეს" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს კმაყოფილების გამოხატვისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომ მათ კმაყოფილება გამოხატეს ამასთან დაკავშირებით", - დასძინა ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics