05:19 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 15:32:01, 1089 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ VISA-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმის, CyberSource-ის პირველი პარტნიორი ბანკია საქართველოში

CyberSource არის ბაზარზე წამყვანი საგადახდო საპროცესინგო კომპანია, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს მარტივი ინტეგრაციის საშუალებით მიიღოს და დაამუშავოს გადახდები მსოფლიოს მასშტაბით.

CyberSource-ით სარგებლობა ნებისმიერი ზომის ბიზნესს შეუძლია, დაწყებული სტარტაპებიდან დასრულებული დიდი კორპორაციებით.

„თიბისის“ მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ზომი ბიზნესებს შეუძლიათ გადახდები მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლათფორმაზე Shopify. საგადახდო პლატფორმას მსოფლიოში 450 000  ბიზნეს პარტნიორი ჰყავს. საქართველოში კი „თიბისი“ პირველი ბანკია, რომელიც CyberSource-ის პარტნიორი გახდა.

CyberSource-ის საშუალებით შესაძლებელია ბიზნესებმა შეასრულონ გადახდები მსოფლიოს მასშტაბით და ისარგებლონ მზა ელ-კომერციის სხვადასხვა ვებ-გვერდებით.

ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ ონლაინ გადახდები Visa-ს გადახდების საპროცესინგო კომპანიისგან, პირდაპირი ინტეგრაციით და ასევე, ისარგებლონ სხვადასხვა მზა კომერციული პლატფორმების გამოყენებით.

CyberSource-ის უპირატესობებია:

  • ეხმარება ბიზნესებს გადახდების უსაფრთხოდ და ეფექტურად დამუშავებაში;
  • ოპერირებს 160 ქვეყანაში, მოიცავს ქვეყნების 97%;
  • მზა ელ-კომერციის პლატფორმებით სარგებლობა;

გარდა ამისა, CyberSourc-ის გამოირჩევა გადახდების მარტივი ინტეგრაციის უზრუნველყოფით და განსაკუთრებული დაცვით თაღლითობისა და ფროდების მიმართ. CyberSourc-ის გამოყენებით ბიზნესებმა შეძლეს 20%-ით შეემცირებინათ თაღლითობის რისკები და 15%-ით გაეზარდათ გაყიდვები.

„თიბისი“ CyberSource-ით გადახდა შესაძლებელია როგორც ნებისმიერი Visa/Mastercard  ბარათით, ისე ციფრული საფულით Apple Pay ან Google Pay.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics