13:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 17:37:57, 672 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი - 2024 წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის, გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი

2024 წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის, გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი, - აღნისნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, მომავალ წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის, გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი, მათ შორის, 191 მლნ ლარი მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ახალი 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 1 მილიარდ ლარს.

მისივე თქმით, 2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია: ბორჯომის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ბათუმის,  მესტიის, მცხეთის, ზუგდიდისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური უბნების განახლების, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების შექმნისა და განვითარების ღონისძიებების დაფინანსების გაგრძელება, ჯამურად, 161 მლნ ლარის ოდენობით.

ხუციშვილის თქმითვე, 2024 წელს, გათვალისწინებულია მიმდინარე წელს დაწყებული გუდაურის ახალი საბაგირო გზის მშენებლობის დასრულება ჯამური 66 მლნ ლარის ღირებულებით. ასევე, 2 ახალი 2.2 კმ-იანი საბაგიროს დასრულებისთვის 2024 წელს გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics