13:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 17:35:13, 668 ნახვა

საზოგადოება
თბილისის წიგნის დღეებს 16 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია - ღონისძიება „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით და ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით, წელს კითხვის მოყვარულთათვის წიგნის დღეები ჩატარდა. ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, შეეძინათ სასურველი წიგნები და ესარგებლათ სპეციალური შეთავაზებებით.

წიგნის დღეების ფარგლებში, პავილიონს 16 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.

"საქართველოს ბანკის" მიერ მოწყობილ სივრცეში, სამი დღის განმავლობაში, სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა ლიტერატურულ გათამაშებებში.

ამასთან, მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მათ საყვარელ ავტორებს და დასწრებოდნენ დისკუსიებს ლიტერატურის შესახებ. წელს "საქართველოს ბანკის" მიერ მოწვეული სპიკერები ანა კორძაია-სამადაშვილი და ივა ფეზუაშვილი იყვნენ. შეხვედრის ფარგლებში, ანა კორძაია-სამადაშვილმა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ისაუბრა, ხოლო ივა ფეზუაშვილმა — თანამედროვე ქართულ რომანზე.

„საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განაგრძობს კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას და განხორციელებას. სწორედ ამიტომ, წელს ჩვენ წიგნის დღეების გენერალური სპონსორები ვიყავით. გვახარებს ღონისძიებისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესი და ის ფაქტი, რომ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ კითხვის მოყვარულთა პირადი ბიბლიოთეკის გამდიდრების პროცესში“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი პარტნიორებთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს და თავადაც ქმნის მათ. სწორედ ასეთი პროექტია რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტი, რომელიც მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა. ის სკოლის მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2000-მდე წიგნით აღჭურვილ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე – კომპიუტერებსა და პროექტორებზე. დღეს, საქართველოს 7 რეგიონში 19 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომლებიც 9000-მდე მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics