22:02 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 12:38:21, 1034 ნახვა

სამართალი
„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. 2 ნოემბერს, სამივე გაქცეული დააკავეს.

ამავე დღეს, სამართალდამცველების მიერ საბადრაგო ჯგუფის უფროსის, ივერი ნატროშვილის დაკავებაც მოხდა. მას 3 ნოემბერს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, 4 ნოემბერს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

4 ნოემბერს, პატიმრების გაქცევის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირის დაკავება მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics