20:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 11:09:04, 599 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - გურჯაანის რეგიონულ ლაბორატორიას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და უახლესი აპარატურით აღიჭურვა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გურჯაანის რეგიონულ ლაბორატორიას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და უახლესი აპარატურით აღიჭურვა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გურჯაანის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ლაბორატორიაში არსებული დიაგნოსტიკის მიმართულებები, დანერგილი კვლევის მეთოდები და ლაბორატორიის სამომავლო გეგმები განიხილეს.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ლაბორატორიული ქსელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით; გურჯაანში გარემონტდა ლაბორატორიის შენობა და აღიჭურვა ახალი ტექნიკით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიული სექტორი აქტიურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის კონტროლს და ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გურჯაანის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა.

გურჯაანის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics