00:05 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 13:00:11, 782 ნახვა

საზოგადოება
DATA BOOTCAMP-ი ბათუმის ტექნოპარკში

"თიბისის" განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით Data Bootcamp-ი ჩატარდა.

მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლების (ML) და კომპიუტერული ხედვის (CV) მიმართულებით. ფინალურ დღეს კი შექმნილი პროექტები, წარუდგინეს ჟიურის წევრებს, რჩეული გუნდები და მონაწილეები სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდნენ.

Data Bootcamp-ის პარტნიორია "თიბისი". გურჯაანის და ზუგდიდის Bootcamp-ის მსგავსად, ბათუმის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, "თიბისი" აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ და "თიბისის" პროფესიონალ ჯგუფთან ერთად იმუშაონ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ბათუმის Data Bootcamp-ში მონაწილეობდნენ სტუდენტები, პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება.

ბათუმის, ზუგდიდისა და გურჯაანის შემდეგ, Data Bootcamp-ის დასკვნითი ეტაპი, ნოემბერში, თბილისში გაიმართება.   





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics