10:53 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 16:54:34, 560 ნახვა

ეკონომიკა
ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივი - ყურის არაბულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაღრმავდა

„აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობის, საქართველოსა და ყურის არაბულ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივმა, რომელიც თბილისში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში „ვაჭრობა მომავლისთვის" მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ფორუმის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაში ასევე მონაწილეობენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის რესპუბლიკის შიგა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი ელჩი ერინ ელიზაბთ მაკკი,  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური მდივანი ელჩი ლაზარ კომანესკუ, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრი თანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივი.

პანელური დისკუსიის სპიკერები საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან საკითხებს და ამ კუთხით ქვეყნების თანამშრომლობის მთავარ ასპექტებს განიხილავენ. როგორც პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, „აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანი  პლატდფორმაა ამ საკითხების საერთაშორისო ფორმატში გასახილველად.

„ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო საკითხებზე, აბრეშუმის გზა ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის 6 ქვეყნისთვის და ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.  მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს,  2017 წელს ჩვენ გავაფორმეთ სამოქმედო გეგმა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს შორის, რომლის შედეგადაც გაღრმავდა ურთიერთობები და გაფორმდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება.  ჩვენ ვმუშაობთ ახალ სქემებზე, ახალ გეგმებზე, რომ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics