10:53 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 14:06:56, 596 ნახვა

ეკონომიკა
კობახიძე - „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ისტორიული დანიშნულება აქვს, ის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის

​ვფიქრობ, 2015 წლიდან უკვე ისტორიული დანიშნულება აქვს „აბრეშუმის გზის ფორუმს, არამხოლოდ პოლიტიკურ და გლობალურ ველზე. ჩვენი აქ ყოფნა, ბიზნესის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თვალსაზრისით და საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო კობახიძემ ისაუბრა.

კობახიძის თქმით, წელს ფორუმს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული ჰაბისა და ახალი საინვესტიციო პოტენციალის შეთავაზების კუთხით.

„მთელი რიგი ბიზნესშეხვედრები გვაქვს დაგეგმილი. მიგვაჩნია, რომ წელს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციის განსაზღვრა და ახალი საინვესტიციო პოტენციალის შეთავაზება ჩვენი პარტნიორებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც წარმოდგენილი არიან, როგორც მეზობელი, ასევე ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნიდან",- განაცხადა ნინო კობახიძემ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი," რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. იგი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics