|
2023-10-25 14:29:59, 600 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - საქართველო სტაბილური ქვეყანა და სანდო პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი სხვა ფაქტორებთან ერთად გეოპოლიტიკური სიტუაციიდანაც არის გამომდინარე - საქართველო სტაბილური ქვეყანაა ევროპისთვისაც და აზიისთვისაც. ჩვენი ქვეყნის როლი ბოლო წლებში გაიზარდა, როგორც სანდო პარტნიორის, რომელიც უზრუნველყოფს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას",- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილის თქმით, ეს არის არამხოლოდ სატრანსპორტო კავშირები, არამედ მათ შორის ენერგეტიკული, ციფრული კავშირები, ბევრი მიმართულებით სავაჭრო კავშირები. მისი თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობა სარგებლიანი და საინტერესოა, ასე რომ, მისი შეფასებით, „აბრეშუმის გზის ფორუმი" წარმატებით ჩაივლის და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას. „აბრეშუმის გზის ფორუმი" თბილისში 26 – 27 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ გაიმართება. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. წლევანდელი ფორუმი უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისითაც, მათ შორის საერთაშორისო ბიზნეს-სექტორიდან. „ფორუმი ასევე ძალიან წარმატებული იქნება კონკრეტული პროექტების თვალსაზრისითაც - მოლოდინი გვაქვს, რომ ხელი მოეწერება ბევრ შეთანხმებას, რომლებიც კონკრეტული პროექტების განხორციელების წინაპირობა იქნება",- განაცხადა დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცალსახად მნიშვნელოვანია - თბილისი კიდევ ერთხელ არის ნეიტრალური, მიუკერძოებელი პლატფორმა, ადგილი, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ ისაუბრონ მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე. მისი შეფასებით, აღნიშნული ფორუმიც ამის ნაწილია - შეხვედრის ადგილი, სადაც მეზობელი ქვეყნის პირველი პირები ჩამოდიან. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს როლს და მეგობრულ პოზიციას. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სამშვიდობო პროცესს, მაგრამ ასევე ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ კავშირებს, ეკონომიკის გაღრმავებას",- დასძინა დავითაშვილმა.
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)