06:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 09:37:02, 743 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 37-ე სხდომას გახსნის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დღეს,  23 ოქტომბერს კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 37-ე სხდომას გახსნის. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველო, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს 37-ე შეხვედრას 2023 წლის 23-26 ოქტომბერს უმასპინძლებს. 

"გადაწყვეტილება საქართველოში ამ შეხვედრის გამართვის შესახებ მიღებულ იქნა სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს 36-ე შეხვედრაზე.

კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ეხმარება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში. აღნიშნული საბჭო შექმნილია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე 194 ქვეყნის მთავრობების მიერ. 

საბჭოს სხდომაში 300-მდე მონაწილეა, რომელთა შორის არიან თავად საბჭოს წევრები, მათი ალტერნატიული წევრები, მრჩევლები, სამოქალაქო საზოგადოებიდან და კერძო სექტორიდან დამკვირვებლები, აკრედიტირებული ორგანოები და სხვა უწყებები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics