05:42 - 26 Jun, 2026
|
2023-10-18 22:38:10, 799 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაური - ჩვენ ვიბრძოლებთ, მაგრამ ადამიანებად დავრჩებით
ჩვენ ვიბრძოლებთ, მაგრამ დავრჩებით ადამიანებად, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა. ჰალევის თქმით, ღაზას სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომი ხანმოკლე არ იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ „ჰეზბოლას“ ტერორისტული ჯგუფი კიდევ შეუერთდება ბრძოლას. „ჩვენ ვმუშაობთ წესების მიხედვით. ჩვენ გაბრაზებული ვართ, მაგრამ თავი ხელში აგვყავს. ვიბრძვით მტკიცედ და ვრჩებით ადამიანებად, განსხვავებით მეორე მხარისგან, რომელიც ცხოველივით იბრძვის. ეს არ იქნება ხანმოკლე და შეიძლება, დაგვჭირდეს ბრძოლის გაფართოებაც, თუკი ბრძოლას სხვა მტერი შეუერთდება, მაგრამ ჩვენ გვეცოდინება, როგორ გავფართოვდეთ“, - განაცხადა ჰალევიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)