05:42 - 26 Jun, 2026
|
2023-10-17 18:42:54, 702 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელშია
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა, მას აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა. ისრაელში ყოფნისას შოლცი ქვეყნის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. "ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას", - განაცხადა კოენმა. ცნობისთვის, ვიზიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერი ბერლინში იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კანცლერმა ირანი და "ჰეზბოლა" გააფრთხილა, ისრაელი-"ჰამასის" ომში არ ჩაერთონ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)