09:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 17:32:08, 733 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში წყალმომარაგების სისტემის გაყვანისას 60 წლამდე კაცი დაიღუპა

მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაყვანაზე მომუშავე პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "მარნეული" ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, ოთხი კაცი რესტორან "გიულბაღის" მიმდებარედ, სასმელი წყლის მილების გასაყვანად, დაახლოებით, 3- მეტრიან ორმოში მუშაობდა, რა დროსაც მიწა მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა.

მომხდარის შედეგად 60 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics