|
2023-10-16 13:31:05, 666 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს. The Washington Post-ის ცნობით, ბლინკენი თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის მართვის კაბინეტს შეხვდება, სადაც ევაკუაციის საკითხსა და რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ეს ბლინკენის მეორე ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ებტონი ბლინკენი პირველად ისრაელში 12 ოქტომბერს ჩავიდა, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასსაც შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)