08:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 16:27:19, 892 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - „ჰამასსა“ და „ჰეზბოლას“ რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს

რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს ტერორისტულ ალიანსს - "ბოროტების ღერძს", რომელშიც ასევე შედის "ჰამასი" და "ჰეზბოლა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთი აღნიშნულ ქმედებებს იმისთვის აკეთებს, რომ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში.საზოგადოება დააშინოს.

"რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს ტერორისტულ ალიანსს - "ბოროტების ღერძს", რომელშიც ასევე შედის "ჰამასი" და "ჰეზბოლა". რუსეთი სულ უფრო მეტ ფულს ჩადებს ბოროტებაში, რადგან მას ესმის მთავარი, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები აშინებს საზოგადოებას სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში.

არის ირანი, არის ჩრდილოეთ კორეა. არიან მარიონეტები, რომლებიც ასრულებენ ამოცანებს, როგორიცაა ჰამასი ისრაელში. არიან მარიონეტები, რომელთაც რუსეთის მეშვეობით შეუძლიათ რესურსების ინვესტიცია სამხედრო წარმოებაში და იარაღის მიწოდება. ამ ყველაფრის ავტორი რუსული მხარეა", - განაცხადა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics