10:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 23:42:14, 669 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რაც ისრაელის მხარდასაჭერადაა საჭირო

ჩვენ მათ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და ვაპირებთ, გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც ისრაელის მხარდასაჭერადაა საჭირო, - ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. 

როგორც ოსტინი აღნიშნავს, ამერიკელი სამხედროები ისრაელს უსაფრთხოების დახმარებაზე არანაირ პირობებს არ უყენებენ. 

"აღჭურვილობის მიწოდებაზე ჩვენ რაიმე პირობა არ წამოგვიყენებია. ისინი პროფესიონალი სამხედოები არიან, რომლებსაც პროფესიონალი ხელმძღვანელობა ჰყავთ. ვიმედოვნებთ და ველოდებით, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ისინი რაიმე განსხვავებულს გააკეთებენ. ჩვენ მათ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც ისრაელის მხარდასაჭერადაა საჭირო. ვეცდებით, ეს უმოკლეს დროში მოხდეს", - განაცხადა ოსტინმა.

ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 203-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics