|
2023-10-11 13:06:02, 707 ნახვა
საზოგადოება
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მუშაობის 9 თვის შედეგები წარადგინა
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მუშაობის 9 თვის შედეგები წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომიტეტის სხდომაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა, მიმდინარე პროექტებზე და წლის ბოლომდე განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა. სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ესწრებოდა. „გიორგი მიშელაძემ ყურადღება გაამახვილა ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მიწის რესურსების მონაცემთა ინტეგრირებული ბაზის შექმნის დასრულებულ საპილოტე პროექტზე და შედეგების სტატისტიკური ანალიზი მიმოიხილა. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, Corine-ის კლასიფიკატორის მიხედვით, საპილოტე არეალში შეიქმნა მიწათდაფარულობისა (Land Cover) და მიწათსარგებლობის (Land Use) ერთიანი გეომონაცემთა ბაზა, რომლის ფართობი 187 792 ჰექტარს შეადგენს. ორთოფოტოგეგმების დეშიფრაციის საფუძველზე, დაწყებულია მიწის საფარის ინვენტარიზაცია ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, ამ ეტაპისათვის, ინვენტარიზებულია 85 000 ჰექტარი. სააგენტოს თავმჯდომარე შეეხო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამას და 9 თვის სტატისტიკა შეაჯამა. აღინიშნა, რომ იჯარით გაიცა 97 საძოვარი, რომლის ფართობი შეადგენს 8 250 ჰექტარს. ჯამში, წლიური საიჯარო გადასახადი შეადგენს 749 034 ლარს. დღეის მდგომარეობით კი, პროგრამის 8 ეტაპის ფარგლებში იჯარით სულ გაცემულია 14 163 ჰა საძოვარი, რომლის წლიური საიჯარო გადასახადი შეადგენს 1 511 536 ლარს. პროგრამის ბოლო, მე-9 ეტაპზე შემოსულია 71 განაცხადი, რომლითაც მოთხოვნილია 9 316 ჰა საძოვრის იჯარით გაცემა. გიორგი მიშელაძემ ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, დედოფლისწყაროს და ქარელის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა 1 675 ჰა ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია, მიმდინარეობს რეგისტრაციისა და სტატუსის მინიჭების პროცესი. ჯამში, ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში ქარსაფარი ზოლის სტატუსით დარეგისტრირდა 1 414 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი შეადგენს 1 195 ჰექტარს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)