12:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 12:00:49, 997 ნახვა

მსოფლიო
CNN - ღაზას სექტორში საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ღაზას სექტორში საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN ავრცელებს.

როგორც CNN წერს, აღნიშნული რიცხვი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" ისრაელზე თავდასხმას კვლავ აგრძელებს, ისრაელი კი საპასუხო დარტყმებს ახორციელებს.

გამოცემის ცნობითვე, მედიის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან, რადგან მუშაობა უკიდურესად რთულ ვითარებაში უწევთ. 

"სისხლისღვრა ხაზს უსვამს იმ რეალურ რისკს, რომელსაც ჟურნალისტები კონფლიქტის ზონებიდან გაშუქებისას იღებენ, ისინი აგროვებენ ინფორმაციას არაჩვეულებრივად რთულ ვითარებაში, რათა მსოფლიო ინფორმირებული იყოს",- წერს CNN.

 ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics