13:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 18:43:53, 789 ნახვა

მსოფლიო
ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკეტა

ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც პალესტინის ქალაქ რაფაში მდებარეობს, დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, ეგვიპტის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიზეზი ისრაელის მიერ რაფას დაბომბვა გახდა, რის გამოც, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ევაკუაცია გამოცხადდა.

გარდა ამისა, პალესტინური მხარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაბომბვის შესახებაც იუწყება, თუმცა ისრაელის თავდაცვაში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პუნქტი არ დაუბომბავთ.

​სამიზნეს მიწისქვეშა გვირაბები წარმოადგენდა, რომლებიც შეიარაღებისა და აღჭურვილობის კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics