13:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 12:52:45, 754 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - სისასტიკე, რომელსაც ვხედავთ ისრაელში, არასდროს მოხდებოდა, პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას გამოეხმაურა და ნიუ-ჰემპშირში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა.

ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა "უღალატა ისრაელს“.

"სისასტიკე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ისრაელში, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი",- თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

იმავე დღეს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

გუშინ, 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. 

გუშინვე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics