|
2023-10-07 11:45:49, 742 ნახვა
საზოგადოება
კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, CENN-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში, რომელიც ნარჩენების მართვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, მდგრადი განვითარების მიზნები და საერთაშორისო სტრატეგიები, რომლებსაც უერთდება საქართველო, მწვანე ეკონომიკის განვითარებას ითვალისწინებს. კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება” კიდევ ერთხელ ამახვილებს საზოგადოების ყურადღებას დაბინძურების შემცირების აუცილებლობაზე იმისათვის, რომ ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე და მათი უმეტესობა ხელმეორედ გადამუშავდეს, ასევე კონკურსი წაახალისებს კომპანიებს მწვანე ეკონომიკის ზრდის განვითარების მიმართულებით”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო ნარჩენების მართვის საკითხებში სხვადასხვა სექტორის ჩართულობასა და სამომხმარებლო მიდგომების კუთხით ცნობიერების ამაღლებას. მონაწილეებმა ერთჯერადი პლასტმასის შესამცირებლად მდგრადობის სტრატეგიები, მწვანე შესყიდვების დოკუმენტები და ქცევის ცვლილებებზე ორიენტირებული მიდგომები შეიმუშავეს. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ნორვეგიისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასი, სილქ ჰოსფითალითი, საჩხერის ახალგაზრდული ცენტრი, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), პოლტ საქართველო, საქართველოს მშვიდობის კორპუსი, APM Terminals ფოთი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)